საქართველოს კანომდებლობით განბაჟებას ექვემდებარება 300 ლარზე მეტი ღირებულების, 30კგ-ზე მეტი წონის ან ერთგვაროვანი საქონელი.
თუ თქვენს მიერ გამოწერილი ამანეთები მოხვდება ერთ რეისზე და მათი ჯამური ღირებულება 300 ლარზე მეტია, ასევე დაექვემდებარება განბაჟებას.
მაგალითად: თუ ერთი რეისით ჩამოვა amazon.com-დან თქვენს მიერს გამოწერილი 2 ამანათი 200 ლარის და 101 ლარის ღირებულებით, დაექვემდებარება განბაჟებას.
თუ თქვენს მიერ სხვადასხვა საიტიდან გამოწერილი ამანათები მოხვდება ერთ რეისზე და მათ ღირებულება 300 ლარზე მეტია, ამანათები არ დაექვემდებარება განბაჟებას.
მაგალითად: თუ ერთი რეისით ჩამოვიდა amazon.com და ebay.com თქვენს მიერ გამოწერილი 2 ამანათი 201 ლარის და 100 ლარის ღირებულებით, არ დაექვემდებარება განბაჟებას.
ტვირთის განბაჟებაზე და დღგ-ს დროულად გადახდაზე პასუხისმგებელია მომხმარებელი.
თუ დეკლარაციაში მითითებულ ვადაში არ გადაიხდით განბაჟების თანხას, საქართველოს კანომდებლობით დამატებით დაგერიცხებათ საურავები.
განსაბაჟებელი ამანათი საბაჟოდან მოდის ჩვენს ოფისში, ჩვენ გიბეჭდავთ დეკლარაციას და გატანთ ამანათს.
განბაჟების თანხა, გადახდის ბოლო ვადა და საქართველოს ხაზინის საბანკო რეკვიზიტები მითითებულია დეკლარაციაში და მისი გადახდა შეგიძლიათ ნებისმიერ ბანკში.
იმ შემთხვევაში, თუ ამანათი არ იქნება დეკლარირებული მისი ჩამოსვლის მომენტში, იგი დაყოვნდება საბაჟოზე მინიმუმ 8 დღის განმავლობაში.
იმ შემთხვევაში, თუ თქვენს მიერ საერთოდ არ მოხდება ამანათის დეკლარირება, ამანათის საქართველოში ჩამოსვლიდან 30 დღის გასვლის შემდეგ ავტომატურად გადაეცემა სახელმწიფოს შემდგომი განკარგვისთვის.
* გაითვალისწინეთ:
(1) შემოსავლების სამსახურის ახალი წესების მიხედვით დეკლარირებაში ამანათის მიმღების მიერ არასწორად მითითებული ღირებულების შემთხვევაში გათვალისწინებულია საჯარიმო სანქციები
(2) ევროკავშირის არაწევრ ქვეყანაში ნივთის შეძენისას, თუ ნივთის ღირებულება შეადგენს ან აჭარბებს 25 ევროს და ნივთს ევროკავშირის წევრი ქვეყნის მისამართზე გამოიწერთ, ნივთს მოუწევს განბაჟება (ევროკავშირის საზღვრის კვეთისას).
მაგალითად: თუ ნივთს იწერთ ჩინეთიდან საბერძნეთის მისამართზე და ნივთის ღირებულება შეადგენს ან აღებატება 25 ევროს, ნივთი დაექვემდებარება განბაჟებას საბერძნეთის საზღვრის გადაკვეთისას.