წესები და პირობები

ერთის მხვრივ შპს ,,ჯეო-ორიენტი’’ (ს/ნ 446759115) შემდგომში “გადაზიდი”/„შემსრულებელი” კომპანია, (ვებ.გვერდი: www.Easyex.ge, ტელ: +995 32 2359707, მისამართი: თბილისი, აკ. წერეთლის გამზ. №93) მეორეს მხვრივ მომხმარებელი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც იყენებს შპს ,,ჯეო-ორიენტი’’-ს გადაზიდვის მომსახურებას და ენიჭება მომხმარებლის ნომერი, რომელიც აღირიცხება ტვირთის ჩამოსვლის თანდართულ საერთო კომერციულ ინვოისში, საბაჟო დოკუმენტაციაში და შპს ,,ჯეო-ორიენტი’’-ს მონაცემთა ბაზაში, დებენ ამ შეთანხმებას შემდეგნაირად:

 

  1. ხელშეკრულების საგანი
    1.1. შპს შპს ,,ჯეო-ორიენტი’’ (შემდგომში „შემსრულებელი“/„გადამზიდი“) წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების საფუძველზე, თავისი სახელით და შემსრულებლის ვებ–გვერდზე www.Easyex.ge რეგისტრირებული პირის (შემდგომში „მომხმარებელი“) ხარჯზე, ახორციელებს სატრანსპორტო ექსპედიციას. შემსრულებელი უზრუნველყოფს მომხმარებლის ტვირთის ტრანსპორტირების ორგანიზებას საქართველოში სხვადასხვა ქვეყნებიდან, ამ ქვეყნებში მდებარე შემსრულებლის საწყობში ტვირთის მიღების შემდეგ. ქვეყნები, რომლებიდანაც ხდება წინამდებარე პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების გაწევა მითითებულია შემსრულებლის ვებ-გვერდზე.
    1.2. მომხმარებელთა რეგისტრაცია ვებ.გვერდ www.Easyex.ge-ზე უფასო და ნებაყოფლობითია. www.Easyex.ge სერვისებით სარგებლობა ნიშნავს, რომ მომხმარებელი ეთანხმება ამ ხელშეკრულების პირობებს.

  2. ტრანსპორტის ღირებულება, გადახდა, ამანათის გატანა, პასუხისმგებლობა
    2.1. ტრანსპორტირების ღირებულება გამოითვლება ამანათის (ამანათების) რეალური წონიდან. ტრანსპორტირების ღირებულება საამანათე გზავნილებზე მითითებულია შემსრულებილის ვებ-გვერდზე www.Easyex.ge.
    2.2. უცხოური ვალუტის კურსი ლართან მიმართებაში იანგარიშება ამანათის მომხმარებლის პირად ოთახში ასახვის დღეს საქართველოს კომერციული ბანკის მიერ დადგენილი უცხოური ვალუტის შესყიდვის კურსით.
    2.3. სავალდებულოა ტრანსპორტირების ღირებულების გადახდა განხორციელდეს მხოლოდ ვებ-გვერდზე www.Easyex.ge.-ზე მითითებული გადახდის მეთოდებით ამანათის საქართველოში ჩამოსვლიდან არაუგვიანეს 14 დღისა.
    2.4. ამანათის გატანისას მომხმარებელი ვალდებულია ადგილზე შეამოწმოს შიგთავსი. დაზიანების შემთხვევაში ადგილზევე შეატყობინოს პასუხისმგებელ პირს. ინფორმაციას განიხილავს უფლებამოსილი პირი და მომხმარებელი გონივრულ ვადაში მიიღებს პასუხს. ოფისიდან გასვლის შემდეგ პროდუქციის დაზიანების შესახებ პრეტენზიები აღარ განიხილება.
    2.5. მომხმარებელი ვერ გაიტანს გზავნილს, თუ შემსრულებელს/გადამზიდს არ გადაუხდის გზავნილის ტრანსპორტირების საფასურს. მომხმარებლის მიერ 2.3 პუნქტით გათვალისწინებული ვადის დარღვევის შემთხვევაში, შემსრულებელი უფლებამოსილია დააკისროს მომხმარებელს პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გზვნილის ღირებულების 1% -ის ოდენობით, ვალდებულების სრულად შესრულებამდე.
    2.6. ამანათის შპს ,,ჯეო-ორიენტი’’-ს საწყობში მოსვლის და მისი ტრანსპორტირების შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია გადაიხადოს ტრანსპორტირების საფასური. ვალდებულება ძალაში რჩება ამანათის სახელმწიფოსთვის გადაცემის შემთხვევაშიც.
    2.7. ამანათს, რომელსაც არ გაიტანს მომხმარებელი შემსრულებლის ოფისიდან 90 (ოთხმოცდაათი) დღის განმავლობაში, შემსრულებელი განკარგავს თავისი შეხედულებისამებრ. აღნიშნული დათქმა არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, როდესაც, შემსრულებელი ვალდებულია კანონმდებლობით გათვალისწინებული წესის შესაბამისად გადასცეს ამანათი სახელმწიფოს ამანათის საქართველოს საზღვარზე შემოსვლიდან 30 (ოცდაათი) დღის შემდეგ, თუ, მომხმარებლი აღნიშნულ ვადაში არ წარადგენს სათანადო ინფორმაციას დეკლარაციის შესავსებად ან შემსრულებელი ვალდებულია კანონმდებლობით გათვალისწინებული წესის შესაბამისად გადასცეს ამანათი სახელმწიფოს, თუ, მომხმარებლის მიერ არ იქნება შესრულებული კანონმდებლობით გათვალისიწნებული სხვა ვალდებულებები.
    2.8. მომხმარებელი ვალდებულია გზავნილის გატანა (თანხის გადახდის შემდგომ) განახორციელოს ტვირთის საქართველოში ჩამოსვლიდან 30 (ოცდაათი) დღის განმავლობაში. მომხმარებლის მიერ არნიშნული პუნქტით გათვალისწინებული ვადის დარღვევის შემთხვევაში, შემსრულებელი უფლებამოსილია დააკისროს მომხმარებელს პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გზავნილის 1 კგ-ზე 2 ლარის ოდენობით.
    2.9. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელს გააჩნია დავალიანება შემსრულებლის წინაშე, შემსრულებელი უფლებამოსილია არ განახორციელოს მომსახურება ახალ გზავნილზე ან/და არ გასცეს გზავნილი, მომხმარებლის მიერ არსებული დავალიანების სრულად დაფარვამდე.
    2.10. მომხმარებელი ვალდებულია წინასწარ მიაწოდოს შემსრულებელს ინფორმაცია ტვირთთან დაკავშირებით, თუ ის შეიცავს სითხეს, ზეთს ან ადვილად მსხვრევად ელემენტებს, სხვა შემთხვევაში ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული საჩივრები არ განიხილება და არ დგება შემსრულებელის პასუხისმგებლობა.

  3. დეკლარირება, განბაჟება
    3.1. ამანათის დეკლარირება (გამომგზავნის დასახელების, თრექინგ კოდის, ფასის მითითება) მომხმარებლის მიერ ვებგვერდ www.Easyex.ge-ზე სავალდებულოა. ინფორმაციის სისწორეზე პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება მომხმარებელს.
    3.2. ამანათები, რომელთა ფასი აღემატება 300 ლარს ან აღემატება 30 კილოგრამს საქართველოს კანონმდებლობით ექვემდებარება განბაჟებას.
    3.3. ტვირთის განბაჟებაზე პასუხისმგებელია კლიენტი.
    3.4. შემსრულებელი, მომხმარებლის დეკლარაციის მიხედვით, ადგენს საბაჟო დეკლარაციას. საბაჟო დეკლარაციის მომზადების ღირებულება განისაზღვრება: ფიზიკური პირებისათვის 5 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირებისათვის 15 ლარის ოდენობით.
    3.5. მზა საბაჟო დეკლარაცია მომხმარებელს გადაეცემა კუთვნილ ამანათთან ერთად, რომლის შემდგომაც ყველა პასუხისმგებლობა ეკისრება მხოლოდ მომხმარებელს. ბაჟის გადახდა ხორციელდება დეკლარაციის დაბეჭვდიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში, საქართველოს ნებისმიერ ბანკში. აღნიშნული წესი არ მოქმედებს გამონაკლის შემთხვევებში, რაც გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით.
    3.6. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი არ შეავსებს გადამზიდავი გზავნილის დეკლარაციას (საფოსტო გზავნილის ღირებულების დეკლარაციას), გზავნილი გაჩერდება საბაჟოზე. მომხმარებელმა 8 დღის განმავლობაში უნდა მოახერხოს გზავნილის დეკლარირება (წარმოადგინოს ინვოისი ან ჩაუტაროს საბაჟო ექსპერტიზა).
    3.7. ამანათის განბაჟება და სხვა საბაჟო პროცედურები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საბაჟო სამსახურების მიერ ამანათის გაჩერების ან/და მომხმარებლის მიერ ინფორმაციის წარუდგენლობის ან სხვა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, ამანათის სახელმწიფო საკუთრებაში გადასვლის, მომხმარებლისთვის სანქციების დაკისრების შემთხვევაში მომხმარებელი ვერ წარუდგენს პრეტენზიას შემსრულებელს, რომ მას არ ქონდა შესაბამისი ინფორმაცია შემსრულებლისგან კანონმდებლობით დადგენილი რეგულაციების და დაწესებული სანქცების შესახებ. მომხმარებელი ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებობით დადგენილი რეგულაციები. შემსრულებელს უფლება აქვს მიაწოდოს მომხმარებელს სათანადო ინფორმაცია საბაჟო პროცედურებთან დაკავშირებით, თუმცა აღნიშნული არ წარმოადგენს შემსრულებლის ვალდებულებას.

  4. ამანათების გადაფუთვის სერვისი
    4.1. შპს ,,ჯეო-ორიენტი’’ საჭიროების შემთხვევაში უსასყიდლოდ ახდენს ამანათების გადაფუთვას და ასევე საჭიროების შემთხვევაში განახარციელებს ამანათების გადაფუთვას მოცულობის შემცირების მიზნით. გადაფუთვა ხდება ავტომატურად და კლიენტს არ სჭირდება ამ სერვისის სპეციალურად მითითება.
    4.2. დაზიანების გამოსარიცხად/უსაფრთხოების მიზნით არ ხდება მალფუჭებადი პროდუქციისა და ელექტრო მოწყობილობების ამანათების ზომის შემცირება.

  5. ამანათის გადაცემა მესამე პირზე
    5.1. მესამე პირს შეუძლია მიიღოს ამანათი თუ ის წარადგენს მიმღების პირადობის დამადასტურებელ მოწმობას საკუთარ პირადობის დამადასტურებელ მოწმობასან ერთად.
    5.2. ნოტარიულად დამოწმებულ მინდობილობას, ამანათის გამტანის პირადობის მოწმობას და გადახდის ქვითარს.

  6. ტრანსპორტირება
    6.1. მომხმარებლის ამანათების ტრანსპორტირებაზე შემსრულებლი პასუხისმგებელი ხდება შემსრულებლის საწყობში მათი ჩაბარებისა და საწყობში ამანათის მიღების დოკუმენტზე ხელმოწერის მომენტიდან ადრესატისათვის გადაცემამდე.
    6.1. გარკვეული მიზეზების გამო ტრანსპორტირების დაგვიანებაზე შპს ,,ჯეო-ორიენტი’’ პასუხს არ აგებს.
    6.2. შპს ,,ჯეო-ორიენტი’’ არ იღებს პასუხისმგებლობას იმ ამანათებზე, რომელთა უცხოეთის ოფისში მიტანას ახორციელებს კომპანია, რომელსაც არ აქვს ამანათის ჩაბარების სავალდებულო ხელმოწერით დადასტურების სერვისი და შესაბამისად სადაო სიტუაციის წარმოქმნისას, ასეთი კომპანიები ვერ დაადასტურებენ აგენტის საწყობში ტვირთის მიტანას.

  7. შეზღუდული პროდუქცია
    7.1. შპს ,,ჯეო-ორიენტი’’ იხსნის პასუხისმგებლობას აკრძალული პროდუქციის ტრანსპორტირებაზე.
    7.2 მომხმარებელს არ აქვს უფლება შემსრულებელს შეუკვეთოს ისეთი ტვირთის ჩამოტანა რომლის ტრანპორტირებაც აკრძალულია, როგორც საქართველოს, ასევე, იმ ქვეყნების კანონმდებლობით, საიდანაც ხორციელდება ტვირთის ტრანსპორტირება. აკრძალული ნივთების შესახებ დამატებითი ინფორმაცია განთავსებულია შემსრულებლის ვებ– გვერდზე.
    7.3 თუ მომხმარებლის მიერ მაინც მოხდა აკრძალული პროდუქციის გამოწერა რის გამოც შპს ,,ჯეო-ორიენტი’’-ს მიადგა მატერიალური ზარალი, კომპანია მომხმარებელს დააკისრებს საჯარიმო სანქციას.
  8. საკურიერო მომსახურება
    8.1. საკურიერო მომსახურება სრულდება როგორც თბილისში, ასევე, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში. საკურიერო მოსახურების პირობები და ტარიფები განსაზღვრულია შემსრულებლის ვებ-გვერდზე www.Easyex.ge.
    8.2. იმ შემთხვევაში, თუ, მომხმარებელი დეკლარაციაში მითითებულ მისამართზე არ იმყოფება და/ან ტელეფონს არ პასუხობს, ამანათის სტატუსი განიხილება როგორც - „შეუძლებელია მიტანა“ - და მომხმარებელი ვალდებულია ამანათი გაიტანოს შემსრულებლის ოფისიდან. ამავე დროს, მომხმარებელს საკურიერო მომსახურებაში გადახდილი თანხა უკან არ უბრუნდება.
    8.3. კურიერი არაა ვალდებული აიტანოს ამანათები სართულზე.
    8.4. რეგიონებში და რაიონებში ამანათები დარიგდება საქართველოში ჩამოსვლიდან მეორე-მესამე დღეს პარტნიორი კომპანიების, საქართველოს ფოსტის ან აგენტების მეშვეობით.

  9. სხვა შეზღუდვები და პირობები
    9.1. www.Easyex.ge-ზე განთავსებული ყველა ინფორმაცია და პირობები, მათ შორის ტექსტური მასალა, FAQ და მომსახურების პირობები ნამდვილია და წარმოადგენს ამ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს. წესები და პირობები წარმოადგენს ხელშეკრულებას კომპანიასა და მომხმარებელს შორის. ამ პირობების მომხმარებლისთვის წარდგენის მომენტიდან და კომპანიის ვებგვერდზე შესაბამის "ვეთანხმები" ღილაკის მონიშვნიდან.
    9.2. შემსრულებელი პასუხს არ აგებს თუ ტვირთის დაკავება, კონფისკაცია, დაყადაღება, მოხდება საბაჟო სამსახურების ან/და ნებისმიერი სახელმწიფო სამსახურების მიერ ტვირთის შემცველობის ან/და მომხმარებლის მიერ არასწორად დეკლარირებული დოკუმენტების, განბაჟების საფასურის გადაუხდელობის გამო.
    9.3. იმ შემთხვევაში, თუ საბაჟო სამსახური ან ფინანსთა სამინისტრო დააჯარიმებს შპს ,,ჯეო-ორიენტი’’’-ს მომხმარებლის მიერ პირობების შეუსრულებლობის ან ნაწილობრივ შეუსრულებლობის გამო (მაგ. პროდუქტების არასრული ან არაზუსტი დეკლარაცია), შპს ,,ჯეო-ორიენტი’’ იტოვებს უფლებას აღნიშნული ჯარიმის გადახდა დააკისროს მომხმარებელს.
    9.4. შემსრულებლის ბრალით ტვირთის დაკარგვის ან/და დაზიანების შემთხვევაში, შემსრულებელი ვალდებულია მომხმარებელს აუნაზღაუროს დამდგარი ზიანი. ასანაზღაურებელი თანხა განისაზღვრება პროდუქციის ღირებულებით, რაც პროდუქციის შესყიდვის დამადასტურებელ დოკუმენტშია მითითებული და არ აღემატება მომხმარებლის მიერ დეკლარირებისას მითითებულ თანხას.
    9.5. შემსრულებელის პასუხისმგებლობა არ დგება თუ, შემსრულებლის საწყობში ამანთის მიღებაზე არ არის საწყობის თანამშრომლის ხელმოწერა.
    9.6. კომპანია იტოვებს უფლებას უარი თქვას საექსპედიტორო მომსახურების გაწევაზე იმ პირებისა და კომპანიებისთვის, რომლებიც წარმოადგენენ სხვა საექსპედიტორო კომპანიებს, იქნება ეს დამფუძნებლები, დირექტორები თუ სხვა მმართველი პერსონალი.
    9.7. შპს ,,ჯეო-ორიენტი’’ არ არის პასუხისმგებელი ამანათების საქართველოში მიწოდებაზე, თუ მომხმარებელი შეცდომას უშვებს პროდუქტის გამოწერისას და არასრულყოფილად ან არასწორად მიუთითებს მისამართს. დაუშვებელია მომხმარებლის მიერ მისამართის შეცვლა და იგი უნდა იყოს დაწერილი ზუსტად ისე, როგორც მოცემულია მომხმარებლის გვერდზე.
    9.8. შპს ,,ჯეო-ორიენტი’’ იტოვებს უფლებას ჩაიწეროს და დაიმახსოვროს მომხმარებლებთან ურთიერთობა ყველა სახის ინტერნეტის, სატელეკომუნიკაციო ან ვიდეო მეთვალყურეობის სისტემის საშუალებით, მათ შორის ელექტრონული ფოსტით, ჩატით ან სატელეფონო ზარებით, სოციალური ქსელებით ან ბლოგის კომენტარებით, რომლებიც კომპანიას შეუძლია გამოიყენოს თავისი უფლებების დასაცავად დავის შემთხვევაში.
    9.9. მომხმარებელი ადასტურებს, რომ ამანათის მისაღებად მის მიერ წარდგენილი დოკუმენტები (პირადობის მოწმობა, პასპორტი, საბანკო ქვითარი) აუთენტურია და ამ დოკუმენტების ნამდვილობაზე პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება მომხმარებელს.
    9.10. მომხმარებლის პირადი ინფორმაცია დაცულია შპს ,,ჯეო-ორიენტი’’-ს მიერ და არ გადასცემს მომხმარებლის ინფორმაციას მესამე პირებს სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე.
    9.11. კომპანია შპს ,,ჯეო-ორიენტი’’ იტოვებს უფლებას შეცვალოს მომსახურების პირობები, ტარიფები ან შეწყვიტოს მომსახურება მომხმარებლის წინასწარი შეტყობინების შემდეგ, მასთან შეთანხმების გარეშე.
    9.12. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების გარდა, მომხმარებლისა და ტვირთის ექსპედიტორის უფლებები და მოვალეობები რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

 

გაქვთ შეკთხვა?

ჩვემ მზად ვართ მუდამ დაგეხმაროთ

დაგვიკავშირდით